შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა "მაზავშჩიკები": მამუკა კვიჟინაძე, ვასილ ლურსმანაშვილი და მათი ოთხი თანამზრახველი დააკავეს. სავარაუდოდ, მათ არალეგალური საქმიანობით მოგებული საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდათ ამოსაღები, რომლის მიღებასაც ისინი ''კანონიერი ქურდების'' დახმარებით ცდილობდნენ.
ლურსმანაშვილის სახელი ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის დაკავების საქმეშიც ფიგურირებდა, თუმცა მათი აყვანა აქამდე ვერ მოხერხდა, ვინაიდან ისინი გამოძიებას ემალებოდნენ. დემეტრაძის საქმეში კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანიც იყო ჩართული, რომელიც ათეულ ათასობით დოლარის ამოღებას ცდილობდა.
რაც შეეხება მამუკა კვიჟინაძისა და ვასილ ლურსმანაშვილის დაკავების საქმეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში ოფიციალურ განცხადებებს გააკეთებს და ოპერატიულ მასალას გაავრცელებს.