სამართალი
საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ,,იმედის კვირაში“ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი 22-23 მარტს აპირებს ციხეში მოაწამვლინოს ვანო მერაბიშვილი, ან გიგი უგულავა ანდა ბაჩო ახალაია.
,,მაქვს ინფორმაცია, რომ 21 მარტის ფარგლებში, 22 ან 23-ში პირადად სააკაშვილის დავალებით, არა ზოგადად ,, ნაცმოძრაბა“ არამედ სააკაშვილი, აპირებენ მოწამლონ მერაბიშვილი, უგულავა ან ახალაია. არ ვიცი დეტალურად, რომელი მაგრამ ამ სამიდან ერთ-ერთს უპირებს, მას გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი დაბრალდება მერე ხელისუფლებას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა და იქვე დასძინა, რომ, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპატრამენტში და ხელისუფლებაშიც, ამ ინფორმაციას ფლობენ.