„უკრაინის საბანკო სისტემა - განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მოპარვის „შავი ხვრელია“, - აღნიშნავს ჟურნალისტი. სახელმწიფო მიწებსა და საწარმოებს თითქმის მუქთად ყიდიან დასავლეტელ კაპიტალისტებზე მაშინ, როცა ქვეყანაში ჰიპერინფლაცია ბობოქრობს და ევროპის „ბეღელმა“ საბარათე სისტემა შემოიღო, რადგან საკუთარი მოსახლეობის გამოკვება არ შეუძლია. არავითარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ რეფორმებზე საუბარიც არაა!“- დასძენს ჟურნალისტი.
დღეს უკრაინა ჰუმანიტარული კატასტროფის სიმბოლოა, რომელიც ყოველთვის შედეგად მოჰყვება ამერიკის ჩარევას, - აღნიშნავს ლენდმანი. თუმცა, ნულანდი, პირიქით, უარგუმენტოდ ადანაშაულებს რუსეთს იმაში, რომ ის დონბასში „შეუმოწმებელ“ ჰუმანიტარულ კონვოის აგზავნის და სამშვიდობო ხელშეკრულებას არღვევს.
ნულანდმა კონგრესის წინაშე ისეთი განცხადებებიც გააკეთა, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კიევიდან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციას - აქაოდა, რუსი სამხედროების ჯგუფებმა რუსეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთესო, - აღნიშნავს ჟურნალისტი.
პრეზიდენტი ობამა ცდილობს შეუზღუდავი კონტროლი დააწესოს „ახალ ამერიკულ კოლონიაზე“, გამოწუროს მთელი სარგებელი და გამოიყენოს პლაცდარმად დიდი ხნის ოცნების ასახდენად - რუსეთში რეჟიმის შესაცვლელად, - მიაჩნია ლენდმანს.