პოლიტიკა
პრეზიდენტმა საზღვაო ადმინისტრაციის თანამშრომლები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

sazgvao-adminსაქართველოს პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საზღვაო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ეს განცხადება პრეზიდენტმა ანაკლიაში მთავრობის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, საზღვაო სფერო წლების განმავლობაში ინგრეოდა. საქართველომ ამის გამო რამდენიმე გამაფრთხილებელი წერილი მიიღო. "ჩემს ხელთ არის 29 იანვარს ევროკავშირში ჩვენი ელჩის გამოგზავნილი წერილი, რომელიც გვაფრთხილებდა, რომ, შესაძლოა, საქართველოს საზღვაო სექტორი შავ სიაში შეიყვანონ. მომდევნო წერილი 1 აპრილს მივიღეთ. დღეისათვის ათასობით ადამიანი შეიძლება ლუკმაპურისა და სამსახურის გარეშე დარჩეს. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა შავი ზღვისპირეთის ეკონომიკაზე", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საზღვაო სექტორში შექმნილი მძიმე ვითარება თანამდებობის პირთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგია. ამიტომაც ამ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.