პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ჯემალ ფუტკარაძე პარტიიდან გარიცხა

sekretariat-polit-3საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:   „8 მარტს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსსამდივნომ განიხილა პარტიის წევრის - ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი. პარტიის გენერალურმა მდივანმა - კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრმა - ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური, განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულებელყო წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია.

ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა - პარტიიდან გარიცხვა“.