რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ბატონო ბიძინა, იხსენით საქართველო თქვენ მიერ დანიშნული ხალხისაგან ისევე, როგორც 2012 წელს თქვენ მიერ დაფინანსებული სააკაშვილისაგან!“

Arno-pol-2-red-1-GEO-mt2015 წლის 4 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გაიმართა მოსმენა თემაზე — „რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ ევროპაში: საით წავა პუტინი უკრაინის შემდეგ — მოლდოვაში თუ საქართველოში?“ მთავარი მომხსენებელი იყო „პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“ (President Mikheil Saakashvili), რასაც მოწმობდა ტაბლო მის წინ, ტრიბუნაზე, და წამყვანის, მისტერ ჯონსონის (MR. JOHNSON) მიერ სააკაშვილის პრეზიდენტის რანგში წარდგინება.

სააკაშვილი იქ, როგორც „პრეზიდენტს“ შეეფერება, ადიუტანტთან, საქართველოს დე ფაქტო ელჩ თემურ იაკობაშვილთან ერთად გამოცხადდა, რომელმაც 2008 წელს რეინტეგრაციის მინისტრობისას სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დამარეგულირებელ ერთობლივ საკონტროლო კომისიას (Совместная Контрольная Комисиия - CKK) ყოველგვარ აზრს მოკლებული „კაკა“ უწოდა და ამით, როგორც ერთადერთი გამოსავალი, 2008 წლის აგვისტოს ომი დააანონსა!

შეიძლება, მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ ვინ იყო სააკაშვილის თანმხლები მანდილოსანი, რომელიც თანაშემწესავით დაჯდა მის უკან... აი, გვერდს კი გარი კასპაროვი უმშვენებდა, რომელსაც სააკაშვილის ტყუილებისაგან თავი ასტკივდა და რომლის ტაბლოზეც ისევე, როგორც მისტერ ჯონსონის და ყველა დანარჩენისა, მითითებული მხოლოდ გვარი იყო.

ხაზს ვუსვამ: მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ტაბლოზე, სახელისა და გვარის გარდა, მითითებული იყო თანამდებობაც - „პრეზიდენტი(President Mikheil Saakashvili).

დიახ, ამერიკელები თავისი ქვეყნის ყველა ყოფილ პრეზიდენტს „პრეზიდენტად“ მოიხსენიებენ, გარდაცვალების შემდეგაც კი, მაგრამ - მხოლოდ თავისი ქვეყნის პრეზიდენტებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს! ამგვარად, აშშ-ის სენატში სააკაშვილი უწინდებურად საქართველოს პრეზიდენტად მიაჩნიათ და მართლებიც არიან!

arno-1

საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად რომ ჰყავდეს, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ჯერ დაუყოვნებლივ გამოიძახებდა აშშ-ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს, რათა აეხსნა საქართველოსა და ქართველებისათვის ეს შეურაცხმყოფელი დემარში, მერე კი საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩ ნორლანდს საპროტესტო ნოტას გადასცემდა ჯონ კერის სახელზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გადასაგზავნად!

მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს — უკლებლივ ყველა ხელისუფალი მოღალატე, გამყიდველი და კორუმპირებული „კაკუნა“ აღმოჩნდა, რომლებმაც ერთმანეთი დაჭამეს ერთ მუშტად შეკრული ნაციონალების გასახარად!

ამიტომ დღეს, როგორც სამი წლის წინათ, ქართველი ხალხის ბოლო იმედი ისევ ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ეს ნაგავი ხელისუფლებაში მოათრია... ბიძინა გრიგორის ძევ, იხსენით საქართველო თქვენ მიერ დანიშნული ხალხისაგან ისევე, როგორც 2012 წელს გადაარჩინეთ თქვენ მიერ დაფინანსებული სააკაშვილისაგან! თქვენ ამას შეგვპირდით! შეასრულეთ თუნდაც ეს დანაპირები, დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ, ქართველი ხალხი!

და ბოლოს - ერთი საიდუმლო ინფორმაცია თეთრ სახლთან და სახდეპთან დაახლოებული წრეებისაგან (გვარების დასახელების ნება მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგან ისინი წარმოადგენენ აშშ-ის მოქმედ პოლიტელიტას, ვინც იქ პოლიტიკურ ამინდს ქმნის).

მაშ ასე: სააკაშვილი სულაც არ ოცნებობდა უკრაინაზე, ის ნატრობდა, რომ საქართველოს მართლმსაჯულებისგან გიგანტურ ნიუ-იორკში დამალულიყო და ხან - სოფო ნიჟარაძისთვის და ხანაც - ხატია ბუნიათიშვილისთვის ემასპინძლა. მაგრამ აშშ სახელმწიფოა და არა — საქართველო! ამიტომ ის ჯერ გამოიძახეს სახელმწიფო დეპარტამენტში და აკანკალებულს ამცნეს, რომ არ აპირებენ საქართველოსთვის მის გადაცემას, თუმცა, სამუშაო ვიზას აღარ გაუგრძელებენ, რადგანაც ის ამერიკის ხელისუფლებისთვის, როგორც კორუფციაში მხილებული და ძებნილი, სერიოზულ დისკომფორტს ქმნის!

arno-2

- „წადით უკრაინაში, იმუშავეთ მანდ, ბატონო მიხეილ!“ - უთხრეს სააკაშვილს იმ მაღალ კაბინეტში.

- „შორი არისო, -  დაუწუწუნია საქართველოს დამაქცევარს, - თანაც სტუდენტობის დროს სულ ვცივდებოდი და ცხვირიდან ჟღვინტლი მომდიოდა და ამიტომ, მაიამიში ვაპირებდი ცხოვრებასო! მაგრამ საშუალო დონის ამერიკელმა ჩინოვნიკმა ზედიზედ სამჯერ უთხრა - არა, არა, არა! - და პოროშენკოსთან, ფაქტობრივად, გადასახლებაში გააგზავნა. ოფიციალურ იურიდიულ ენაზე ეს არის აშშ-დან გაძევება, სხვა ფორმულირება არ არსებობს, ვინც უნდა და როგორც უნდა ამტკიცოს!

და ბოლოს - დავუბრუნდეთ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენას. იცით, რატომ ყრიდა თავის 8 წუთიან გამოსვლაში სააკაშვილი გამუდმებით დორბლებს და რატომ ვარდებოდა ისტერიკაში პუტინის რუსეთზე საუბრისას? რატომ მოუწოდებდა ამერიკას - დროზე გააჩერეთ რუსეთი, თორემ ბალტიისპირეთსა და საქართველოს დაიპყრობსო? როგორი ფსიქიკური პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეს, სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ ყოველივე ეს აბსოლუტური სისულელეა და პრეზიდენტი ობამა, რომელმაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, უკრაინას, თავისი პრეზიდენტობის ფინიშზე ლეტალურ იარაღს არ მისცემს!

arno-3

მაშ, რაშია საქმე, ძვირფასო მკითხველო?

1967 წლის 6 ოქტომბერს, ვიეტნამში, რუსი პოდპოლკოვნიკის იური პეტრეს ძე ტრუშინის ზუსტი სარაკეტო გასროლით ჩამოგდებულ იქნა ამერიკელი მფრინავის ჯონ მაკ-კეინის თვითმფრინავი, რომელიც ჰანოის ცენტრში, ტბაში ჩავარდა. ამერიკელ მფრინავებს ჩვეულებისამებრ, თოხებით კლავდნენ, მაგრამ დაჭრილ მაკ-კეინს ვიეტნამის საუკეთესო ჰოსპიტალში უმკურნალეს და ტყვეობაც კარგ პირობებში გაატარა, რადგან დათანხმდა რუს კაგებეშნიკებთან  - ევგენი ლეგოსტევთან და ივან შპორტთან თანამშრომლობას და მისთვის ცნობილი სამხედრო საიდუმლოები პირველივე დღეს დაამღერა!

აი, რატომ აგინებს გამუდმებით სენატორი მაკ-კეინი რუსეთს - მას ეშინია, რომ ადრე თუ გვიან კაგებესთან მისი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გაჟონავს! იგივე მოტივი აქვს ამერიკელებისთვის პრეზიდენტად დარჩენილ ჩვენს ნაპრეზიდენტალს - თუ კაგებესთან სააკაშვილის თანამშრომლობა გასკდა, უბრალოდ, იტყვის, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია!

arno-4

სულ ეს არის!
ჭირიც იქა და ლხინიც იქა!
ჩვენ უსააკოვოდ რამენაირად გავძლებთ!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
„ასავალ - დასავალი“ №10
2015 წლის 9 მარტი

arno-5