პოლიტიკა
„200 ათას ლტოლვილს აფხაზეთიდან არ შეუძლია სახლში დაბრუნება და წინაპრების საფლავების მონახულება. იმის ნაცვლად, რომ მოსკოვში ეს საკითხები წამოჭრათ, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე კამათობთ… ვის იცავთ?! - ავიგდორ ესკინი

avigdor-pol-1-anსაქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. ებრაელმა პუბლიცისტმა და პოლიტოლოგმა ავიგდორ ესკინმა საქინფორმის რედაქციას გამოუგზავნა წერილი, რომელსაც საქინფორმი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ რედაქციის აზრი მთლიანად ემთხვევა ავტორის აზრს.
„გასულ კვირას МГИМО-ში გამოსვლამ მომიწია ქართველი პოლიტოლოგების წინაშე, რომლებიც მოსკოვში გორჩაკოვის ფონდის მიწვევით იმყოფებოდნენ. ჩემ წინ თავისი პრეზენტაცია რუსმა კოლეგამ გააკეთა. ჩემდა გასაკვირად, მისთვის დასმული ყველა კითხვა უკრაინაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა. ქართველი პოლიტოლოგები დიპლომატიურად თავშეკავებული იყვნენ თავის განცხადებებში, თუმცა, არ მალავდნენ სოლიდარობას კიევის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან. რუსი ლექტორი კარგად ფლობდა ფაქტებს და საჭირო მომენტში ოხუნჯობასაც იშველიებდა. შეიძლება ითქვას, რომ საუბარი კეთილგანწყობილ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. ქართული დელეგაციის მასპინძელმა მოსკოველმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ყველა შეხვედრა ასე მიმდინარეობდა. რუსი ლექტორები საუბრობდნენ მსოფლიო პრობლემებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ქართველი პოლიტოლოგები კი ყველაფერს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ საკითხებს უკავშირებდნენ.

სიტყვა რომ მომცეს, საქართველოდან სტუმრების პირდაპირ კონფრონტაციაში ჩავერთე:

„თქვენ იმყოფებით მოსკოვში. იცით იმის შესახებ, რომ 200 ათასი აფხაზეთიდან ლტოლვილი არათუ ვერ ბრუნდება სახლში, არამედ წინაპრების საფლავების მონახულებაც არ შეუძლია. იმის ნაცვლად, რომ მოსკოვში ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები წამოჭრათ, უკრაინაში და ნოვოროსიაში არსებულ ვითარებაზე დავით ხართ დაკავებული... კი, მაგრამ, ვის იცავთ?“.

მე მოვუთხრე სტუმრებს იმის შესახებ, თუ როგორ ხოცავდნენ ბანდერელები ჩვენს ნათესავებსა და ახლობლებს ომის მიმდინარეობისას. შევახსენე ისიც, რომ უკრაინის მთავრობამ და პარლამენტმა ბანდერა და შუხევიჩი, ყველაზე უარესი ჯალათები ადამის მოდგმიდან, დღევანდელი უკრაინის გმირებად გამოაცხადეს. „მეგობრებო, რა გჭირთ? რატომ ესარჩლებით ნაცისტებს? შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ რუსეთის პოლიტიკას ყირიმში საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მაგრამ რატომ ესარჩლებით იმათ, ვინც ბანდერას და შუხევიჩს გმირებად აცხადებს?“ - კვლავაც ვეკითხებოდი სტუმრებს.

ასევე არ დამიმალავს ჩემი აღშფოთება აფხაზეთსა და ყირიმში არსებული ვითარების შედარების გამო: „ყირიმის რეფერენდუმი უსისხლო იყო და ნამდვილად გამოხატავდა უმრავლესობის ნებას. და არ ვიდავებ, შეადგენს თუ არა ეს უმრავლესობა 84 თუ 94%-ს... ხოლო რა მოხდა აფხაზეთში 1993 წელს? იქ ქართველები იყვნენ უმრავლესობა. სისხლისმღვრელი ომის პირობებში ქართველები ულმობლად გამოყარეს მათი ისტორიული სამშობლოდან. დახოცილი ათასობით მშვიდობიანი მოსახლე, სისატიკის მრავლისმეტყველი ფაქტები... ყირიმს ეს როგორ უნდა შეადარო?“

შეხვედრის დასასრულს მე ვთხოვე ქართველ კოლეგებს, საკუთარი დიდი კულტურითა და ტრადიციებით დაკავებულიყვნენ. ასევე ვთხოვე ეზრუნათ ლტოლვილებსა დ ასაკუთარ პრობლემებზე. „საქართველო რომ დიადი სახელმწიფო გახდეს, ვიღაცა უნდა დაკავდეს მისი აღორძინებით და არა ბანდერელების დაცვით“, - ვუთხარი დამშვიდობებისას. არ ვიცი, ყური დამიგდეს თუ არა...“.