პოლონეთის სენატმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
საქართველო, 9 მარტი,
საქინფორმი. პოლონეთის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატა), ერთხმად
დაუჭირა მხარი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას. კენჭისყრაზე
საქართველოს ევროპასთან ასოცირებას 75 სენატორი მიემხრო, წინააღმდეგ არავინ წასულა, თავი არავის შეუკავებია.
კენჭისყრის დასრულებისთანავე, სენატის მარშალმა ბოგდან ბორუსევიჩმა საქართველოს ელჩს აღნიშნული რატიფიკაციის შესახებ სენატის დადგენილება გადასცა.