სამართალი
მხარეები იუსტიციის სფეროში არსებულ საკითხებზე ითანამშრომლებენ, კერძოდ, ერთობლივად იმუშავებენ ნოტარიატთან, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან, სამოქალაქო აქტებისა და იურიდიული პირების რეგისტრაციასთან, ასევე, სამართლის სფეროში არსებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მემორანდუმი ძალაში ხელმოწერის დღიდან შედის.
მემორანდუმის ხელმოწერამდე მინისტრებმა შეხვედრაც გამართეს, სადაც გადაწყდა, რომ ერევანში საქართველო-სომხეთის სამართლის საკითხებისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომეხი კოლეგა OGP-ს (ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი) რეგიონულ სამიტზეც მოიწვია, რომელიც თბილისში ივნისში ჩატარდება.
სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი ბოლოს 15 წლის წინ მოეწერა. დღეიდან კი ქვეყნების უწყებებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.