ელჩი ნორლანდი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გახსნას დაესწრო
საქართველო, 9 მარტი,
საქინფორმი. აშშ-ის ელჩი საქართველოში
რიჩარდ ნორლანდი და ენერგეტიკის მინისტრი
კახა კალაძე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტის დასრულების ცერემონიას დაესწრნენ.
პროექტი, რომლის ღირებულებაც
62 მილიონი აშშ დოლარია, სრულად დააფინანსა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (
USAID/Georgia). 149 კმ სიგრძის გაზსადენი, გორიდან ფოთამდე არსებულ სოფლებსა და ქალაქებს მთელი წლის განმავლობაში უსაფრთხო და სტაბილური ბუნებრივი აირით მოამარაგებს.