უცხოეთი
აშშ-ში სამხედრო ტექნიკის გიგანტური საწყობები გახსნეს

1-sklad-zar-2-anსაქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ამერიკელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ვიდეოები და ფოტოები, სადაც დაფიქსირებულია აშშ-ის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის მასობრივი გადაადგილება. რეპორტიორების მიერ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში საკუთარი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხორციელდება საარმიო საწყობების გახსნა, შეიარაღება იტვირთება მატარებლებში და სხვა რეგიონებში იგზავნება.

ვიდეოზე მკაფიოდ ჩანს ჯავშანტექნიკით დატვირთული გიგანტური სარკინიგზო შემადგენლობები. ეს მანქანები ავღანეთსა და ერაყში ამერიკული ომების შემდეგ სახლში დააბრუნეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ათობით სამხედრო საწყობში ინახებოდა, - წერს All news Pipeline. ერთ-ერთი ასეთი საწყობი სიერაა, რომელიც 36000 აკრ მიწას მოიცავს. ახლა იქიდან მთელი ტექნიკა გამოჰყავთ.

სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები გვერდიგვერდაა ჩამწკრივებული მიწისქვეშა ბუნკერების გვერდით ტეხასის შტატში. საიდუმლოებები ახლა იწყება“, - წერს სტატიის ავტორი.

Red River Army - მიწისქვეშა საცავი ტეხასში ისტორიულად სამხედრო ტექნიკის მრავაწლიანი შენახვისთვის გამოიყენებოდა. მისი გახსნა მხოლოდ ექსტრენულ ვითარებაში ივარაუდებოდა...

1-sklad-zar-2-an-qv