პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს ამცირებს
1-pravitelstvo-polit-3საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის დავალებით, სახელმწიფო უწყებები გეგმას არაუგვიანეს 16 მარტისა, ფინანსთა სამინისტროში წარადგენენ. მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმამდე უნდა დავიდეს ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი, არ მოხდეს რბილი ავეჯის შეძენა, შეიზღუდოს ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, 30%-ით შემცირდეს საწვავის ხარჯი, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მივლინებები და 20%-ით შემცირდეს ე.წ წარმომადგენლობითი ხარჯი.
მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თხოვნით მიმართავს მისი კონტროლის ქვეშ მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, პარლამენტს, სასამართლოს, მუნიციპალიტეტებს, მათ შორის დედაქალაქის მერიას და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ასევე მოისმინა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა მილიარდ 4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 13%-ია; სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობებმა მილიარდ 339 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 143 მილიონი ლარით აღემატება.