პოლიტიკა
ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაცია მთავრობის ხელში გადავიდა
1-koordinacia-polit-2-analiსაქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია საბჭოს ფარგლებში მოხდება, რასაც აქამდე ახორციელებდა პრეზიდენტი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და აკეთებდა ეროვნული უშიშროების საბჭო. კანონის პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. მიღებული პროექტის მთავარ ნოვაციას პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყების, კომპეტენციათა კანონის დონეზე გაწერა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციებისგან გამიჯვნა წარმოადგენს. როგორც პარლამენტში "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონის განხილვების დროს ითქვა, ეს ერთადერთი კანონი იქნება, სადაც აისახება ყველა ის საფრთხე, რომელსაც სახელმწიფო ეროვნულ საფრთხედ აღიქვამს.