უცხოეთი
სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა შესაძლოა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადოს

1bibilov-zar-3საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა შესაძლოა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დავით სანაკოევს, - აცნობა "რია ნოვოსტის" სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა.
მისი თქმით, უნდობლობის საკითხი ბოლო ხანებში ფრაქცია „ედინაია ოსეტიას“ (უმრავლესობის პარტია პარლამენტში) დეპუტატთა ჯგუფმა წამოჭრა.

ედინაია ოსეტიას“ დეპუტატთა ჯგუფის წინადადებით საგარეო საქმეთა მინისტრისადმი უნდობლობის საკითხი ფრაქციის სხდომაზე უახლოეს ხანში განიხილება“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ჯერ კიდევ შარშან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება აღიარებულ სამხრეთ ოსეთსა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის, თუმცა საგარეო უწყების მხრიდან ამ მიმართულებით ძალიან ცოტა გაკეთდა. ასევე გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ორი წლის წინ დანიშნულმა სამხრეთ ოსეთის ელჩმა ვენესუელასა და ნიკარაგუაში დღემდე არ გადასცა რწმუნებათა სიგელი სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა აღიარეს ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა“, - განაცხადა სპიკერმა.