უცხოეთი
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ინტერნატთა აღსაზრდელები დასასვენებლად აფხაზეთში გაემგზავრნენ

1deti-zar-2საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ბავშვები დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან დასასვენებლად აფხაზეთში ჩავიდნენ. ბავშვები პირდაპირ სარდაფებიდან გამოიყვანეს, სადაც ისინი ტყვიებს ემალებოდნენ და შავ ზღვაზე წაიყვანეს. სკოლა-ინტერნატების აღსაზრდელთა კოლონა რესპუბლიკაში 28 თებერვლის დილას ჩავიდა. 35 ბავშვიდან, რომლებიც დასასვენებლად გაგრის რაიონის ლაკობას სახელობის პანსიონატ „მიუსერაში“ უნდა ჩასულიყო, მხოლოდ 28 ბავშვი ჩავიდა. დოკუმენტებთან დაკავშირებული ხათაბალის გამო აფხაზეთში დასასვენებლად წასვლა ყველამ ვერ მოახერხა. ჩასვლისთანავე ყველა აღსაზრდელი დააპურეს, რის შემდეგაც ბავშვები შავი ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ წაიყვანეს.

დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან ბავშვების მგზავრობისას სირთულეები არ ყოფილა, - მოუთხრობს Lifenews-ს აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრი ლევ კვიცინია, - იყო მხოლოდ პატარა შეფერხება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. თუმცა, ჩვენ მალე მოვახერხეთ ორიენტირება, ბავშვებს ტკბილეული ვუყიდეთ, რის შემდეგაც დრომ სწრაფად გაირბინა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკვე მესამე ჰუმანიტარული აქციაა რესპუბლიკის მხრიდან და ამაზე არ შევჩერდებით“.

ჩვენ ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ბავშვების დასვენების ორგანიზება მოახდინა, - აღნიშნავს სკოლა-ინტერნატის დირექტორი ოლგა ვოლკოვა, - აფხაზ ხალხს ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია აღსაზრდელთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ასეთ რთულ დროს. აფხაზეთში ომი იყო, ახლა ის ჩვენთან მიმდინარეობს. დიდი მადლობა მთელ აფხაზ ხალხს დახმარებისათვის“.

დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან ჩასულ ბავშვებს პირადად მოინახულებს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.