ოლანდი: „ნატოში გაწევრების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვათ“
საქართველო, 5 მარტი,
საქინფორმი. ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვათ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა
ფრანსუა ოლანდმა ნატოს გენერალურ მდივან
იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლანდის თქმით, ალიანსის გაფართოების საკითხი აქტუალური არ არის.
"რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთაც სურთ, რომ ნატოს შემოუერთდნენ, საფრანგეთი ფიქრობს, რომ ამ აპლიკაციებს უარი უნდა ეთქვათ, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ნატო არ უნდა გაფართოვდეს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ფრანსუა ოლანდის განცხადების თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.