სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

1bio-samart-2საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი კობა გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული 0,07 გრ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.