საზოგადოება
ხადური: „ჩამორთმეული ქონების მეპატრონეებისთვის კომპენსაციის შესაბამისი თანხა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდშია"

1khadur-sazog-2საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად აქვს სახელმწიფოს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა ზარალის კომპენსირებისთვის ფინანსური რესურსი, ფინანსთა მინისტრმა უპასუხა.

დაველოდებით გამოძიების დასრულებას და სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღესაც დევს ბიუჯეტში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში ფული. თავისთავად ცხადია, იმის მიხედვით, რა თანხაზე იქნება საუბარი, დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შევთავაზებთ",-განაცხადა ნოდარ ხადურმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე.