საზოგადოება
გაზეთი „ალიას“ ინფორმაციით, ივანიშვილმა საგანელიძეს დაშვებული შეცდომებისთვის შენიშვნა მისცა. იგულისხმება აჭარის პარლამენტის, თბილისის საკრებულოსა და სხვა რაიონული საკრებულოების სიების შედგენისას დაშვებული საკადრო შეცდომები. ასევე ისიც, რომ პარტიის სხვადასხვა რაიონულ ორგანიზაციებში დაახლოებით 50 ხელმძღვანელი პირია აღმოჩენილი, რომლებიც სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ და წინა ხელისუფლების დროს სოდ-ის და კუდ-ის აგენტები იყვნენ.
„ივანიშვილს „ხურდად“ საგანელიძისთვის კიდევ რამდენიმე პარტიული ლიდერის „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება დაუდია წინ, მათი ფარული შეხვედრების ვიდეო-აუდიო ჩანაწერები. მათ შორის, უცხოეთში მათი ფარული შეხვედრის დამადასტურებელი ფაქტები. ასევე სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და სხვა სახის ინფორმაცია“, - წერს გამოცემა.