პოლიტიკა
„იმ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალურად დაუცველ მოსახლეობის ნაწილს უარს ეუბნება უფასო კვებაზე, ზედმეტად მიგვაჩნია 36 000 ლარი საკუთარი კეთილდღეობის და ფუფუნების შესაქმნელად. თითოეული ავტომობილის შეძენა კი ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს. მთლიანობაში, ამ მანქანების შენახვა მუნიციპალიტეტს ათობით ათასი ლარი დაუჯდება“, - აუცხადებს ორგანიზაციის ხელმძრვანელი ირაკლი უჯირაული.
ამ დროისთვის გამგებელი ბექა ბაიდაურის სარგებლობაშია „ტოიოტა კამრი“ და „ლექსუს“ GX470. ამის გარდა, ორ-ორი მანქანით სარგებლობენ გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და გამგეობის სამსახურის უფროსები. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების შენახვის ხარჯი წლიურად 150 000 ლარს აღემატება.