პრემიერი ღარიბაშვილი: „მოქალაქეების დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ ბევრი საქმეა დარჩენილი“
საქართველო, 5 მარტი,
საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის - სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან ბევრი საქმე იქნა გამოძიებული პროკურატურის მიერ, აღდგა ბევრ მოქალაქი დარღვეული უფლებები. ძალიან მაღალია ინტერესი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით... ორი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ჩვენ დავიწყეთ საქმეების დახარისხება. საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო ათასობით განაცხადის შესწავლა. ჩვენ არ შეგვიწყვეტია არც ერთი წუთით მუშაობა. დღეს გვაქვს ახალი სტრუქტურა მთავარ პროკურატურაში და გვაქვს დეპარტამენტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საქმე მოემსახურება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.