ბორის ნემცოვის მკვლელობის მოწმე - ანა დურიცკაია სახლში - კიევში გაუშვეს
საქართველო, 4 მარტი,
საქინფორმი. ოპოზიციონერი
ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარმა მოწმემ, მისი მეგობარმ ქალმა, ფოტომოდელმა
ანა დურიცკაიამ რუსეთი დატოვა და კიევში გაემგზავრა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ქალიშვილთან კითხვები რამდენადმე ჩახლართული ჩვენებების გამო გაუჩნდა.
საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ ანა დურიცკაიამ საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ რუსეთი დატოვა, თუმცა, აღნიშნა, რომ ამიერიდანაც ითანამშრომლებს რფ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან.