სამართალი
ინტერპოლი "ვიკილიქსის" დამფუძნებელს ეძებს

wikileaks_russiaXინტერპოლმა არასამთავრობო მედიაორგანიზაცია "ვიკილიქსის" დამფუძნებელზე ძებნა გამოაცხადა. ავსტრალიელი ჟულიან ასანჟის დაკავებაზე ორდერი უკვე გაცემულია. უწყების გადაწყვეტილებით, ასანჟის საქმესთან დაკავშირებით, ე.წ. წითელი უწყებაა გაცემული, რომლის მიხედვით, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, მათ ტერიტორიაზე დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დააკავონ. დაკავებულს შვედეთს გადასცემენ. შვედი სამართალდამცველები ასანჟის, უკვე რამდენიმე თვეა, ეძებენ. მას ბრალი გაუპატიურებაში ედება. თავად ასანჟი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მასზე ძებნა "ვიკილიქსის" საქმიანობასთან დაკავშირებით გამოცხადდა და არა მის ,,დანაშაულთან’’ დაკავშირებით.