უცხოეთი
ავიგდორ ესკინი: „რუსეთი ყველაზე გულღია და ტოლერანტული ქვეყანაა!

1avigd-zar-1-anსაქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ამას წინათ ერთმა ებრაელმა ჟურნალისტმა ექსპერიმენტი ჩაატარა. ებრაული ქუდით პარიზის ქუჩებში გაიარა და გაარკვია, რომ საფრანგეთის დედაქალაქის ბევრ კვარტალში ებრაელები არცთუ სასურველი სტუმრები არიან. მოსკოვში სიტუაცია სრულებით განსხვავებულია, ამბობს ებრაელი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ავიგდორ ესკინი. მისი აზრით, რუსეთის დედაქალაქი - ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქალაქია.

არა მარტო მოსკოვი, რამედ მთლიანად რუსეთი. ბოლო 25 წელია რუსეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში დავდივარ - კრასნოიარსკიდან მოყოლებული კრასნოდარამდე - და ვიცი, როგორ რეაგირებს ხალხი ამაზე (ებრაულ ქუდზე). კი, ზოგიერთების ყურადღებასიპყრობს და ვიცი რა კითხვები შეიძლება დასვან. თუმცა ხალხი ხედავს, რომ ეს სტუმარია, რომელიც მათთან კეთილი განზრახვით მივიდა და ნეგატიურ რეაქციას არსად წავწყდომივარ. ამასთან, ნიუ იორკში, პარიზში ეს ყოველთვის ასე არ არის, სიტუაცია იქ უფრო რთულია. ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი გულღია, დიდსულოვანი და კეთილი ქვეყანაა“, - განაცხადა ესკინმა რადიო „სპუტნიკ“-ის ეთერში.