სამართალი
საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ბესიკ ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 10 შეკვრად დაფასოებული 2,2117 გ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,42889 გ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ბესიკ ც-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.