საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

1mvf-sazog-3საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკური მისიის წარმომადგენლების შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე  და იმ ძირითად ფაქტორებზე, რომლებმაც ზეგავლენა მოახდინეს რეგიონის ქვეყნებისეკონომიკებზე. აღინიშნა, რომ მისიის ფარგლებში, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ერთად, მოხდება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების შეფასება და  რისკების ანალიზი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ქართული მხრიდან  ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მისი მოადგილეები დაესწრნენ.