აქტუალური
მობილურით საუბარი, შესაძლოა, გაძვირდეს

phoneმობილური ოპერატორები გაზრდილი აქციზის საცალო ტარიფში ასახვას მოითხოვენ. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორების თხოვნის საფუძველზე ტარიფის შესახებ კვლევა დაიწყო. კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება მობილური მომსახურების აქციზით დაბეგვრის შესახებ ძალაში პირველი აგვისტოდან შევიდა. ეს ნაბიჯი "მაგთიმ" და "ჯეოსელმა" მაშინვე გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ დაბეგვრის ეს წესი მობილურით მომსახურებას გააძვირებდა.
თვით კომპანიები კი აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. ისინი გამოსავალს იმაში ხედავენ, რომ კომისიამ აქციზი საცალო ტარიფში უნდა ასახოს, რაც ფასს გაზრდის.
კომისიის ინფორმაციით, თუ აღმოჩნდება, რომ აქციზი კომპანიებზე ზემოქმედებას ახდენს, მარეგულირებელი ეცდება, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც არც კომპანიებს დააზარალებს და არც მომხმარებელს დააკისრებს დიდ გადასახადს. არ არის გამორიცხული, მარეგულირებელმა საცალო ტარიფებზე ზედა ზღვარიც დააწესოს.