აქტუალური
საქინფორმი „ასავალ-დასავალს“ 23 წლისთავს ულოცავს!

1lasha-aqt-1-red-2-mtსაქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. 1992 წლის 3 მარტს ცნობილმა ქართველმა პოეტმა ლაშა ნადარეიშვილმა დააფუძნა გაზეთი „ასავალ-დასავალი“. დღეს ის უკვე საგამომცემლო სახლი „ასავალ-დასავალია“, რომელსაც უწინდებურად საქართველოს ყველაზე პოპულარული გაზეთის დამფუძნებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს.

დამოუკიდებელმა და ზეპარტიულმა „ასავალ-დასავალმა“ დამსახურებულად მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული და ქართული პრესის ფლაგმანად იქცა, რადგან 23 წლის განმავლობაში საქართველოს უახლესი ისტორიის ცოცხალი მემატიანე და სარკე იყო! საქართველოს მტრების მტერი „ასავალ-დასავალი“ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხროვის მარადიულ კოშმარად იქცა, თუმცა, სარკე დამნაშავე არ არის მათ სიგონჯეში...

საქინფორმი ულოცავს თავის საინფორმაციო პარტნიორ - „ასავალ-დასავალს“ 23 წლისთავს, ულოცავს გაზეთის რედაქციის კოლეგა-ჟურნალისტებსა და მის უნიჭიერეს ხელმძღვანელ ლაშა ნადარეიშვილს!

მრავალჟამიერ, მეგობარ-თანამოაზრეებო!

1lasha-aqt-1-red-2-qv