პოლიტიკა
''ქართული პარტია'' დიმიტრი შაშკინის გადადგომას მოითხოვს

qartuli-partia2"ქართული პარტია" განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის გადაყენებას მოითხოვს, მიზეზად სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების თანამდებობებიდან უკანონო გათავისუფლებას ასახელებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა სოზარ სუბარმა ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლიდან განთავისუფლებულ პედაგოგებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, სამსახურიდან დირექტორი ხათუნა დარასელია და მასწავლებლები დალი არონია, ჟანა მაქაცარია, ხათუნა სამუშია, მადონა დავიანტი, ხათუნა დავიანტი და თინა ჯოჯუა უკანონოდ გაათავისუფლეს. მიზეზი კი პარტიის წევრის - კახა მიქაიას მიერ დიმიტრი შაშკინისა და უცხოეთიდან მოწვეული პედაგოგის - თომას ფლეთჩერის შეხვედრის კადრების გავრცელება გახდა. "ქართული პარტია" ამ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას ელოდება.