უცხოეთი
ტეფტს ჩაეშალა... ნემცოვი ტყუილუბრალოდ მოკლეს...

1teft-zar-2-anსაქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. თითქოსდა ყველაფერმა ჩაიარა. უფრო სწორად, ჩაეშალა... ტეფტს. ხალხი შეკრიბეს, რაღაცები იყვირეს, თუმცა, ერთიანობაში სიმშვიდეა. მორიგი გასეირნება მოსკოვის ქუჩებში. ამასთან, იყო ყველა ნიშანი სარეალიზაციოდ მზა სცენარისთვის ხმაურიანი არეულობის მოსაწყობად. იყო მასოვკა, იყვნენ საზოგადო მოღვაწენი, კოორდინატორები და ორგანიზატორები მასოვკაში, რომლებიც სექტორებში განათავსეს. მათ შორის 2014 წლის მაისში ოდესის პროფკავშირთა სახლში მოწყობილი სასაკლაოს ერთ-ერთი კოორდინატორი ალექსეი გონჩარენკო. ის დააკავეს, მიუხედავად რადის დეპუტატის სტატუსისა და გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამან ჩაშალა სცენარის რეალიზაცია. ყოველ შემთხვევაში, მსვლელობის დასასრულს, როცა ხალხი უკვე ხიდზე იყო (ყველაზე ხელსაყრელი ადგილი პროვოკაციისათვის), ერთ-ერთი ოპოზიციონერი იაშინი საკმაოდ გუნებაგაფუჭებული გამოიყურებოდა და საეჭვოა, ეს ნემცოვის დაღუპვის გამო ყოფილიყო.

რამე რომ მომხდარიყო (აფეთქება, გასროლა, ჩხუბი, გაუგებარი პანიკა) - ამუშავდებოდა მაიდანის ტექნოლოგიის ყველა ჭანჭიკი. მაგრამ არ მოხდა. უწინარესად იმის გამო, რომ არ დაუშვეს.

იმუშავეს მკაფიოდ და საიმედოდ, დასწრებაზე. არსობრივად, ნემცოვის მკვლელობა უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ, ცე-რე-უ-შნიკების ხელმძღვანელობით, ფუჭი გასროლა გამოვიდა. ტეფტისთვის ეს მარცხია. შეძლებს კი კვლავაც შეკრიბოს ასეთი მასა მოსკოვის ცენტრში ასეთი საპატიო საბაბით?

ვნახოთ. თუმცა თუ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის დღესაც - ნემცოვის დაკრძალვაზე, „მაიდანის“ შემდგომი მცდელობა გარკვეული ვადით გადაიწევს...