უცხოეთი
ამასთან, მინისტრი აღნიშნა სერიოზული პროგრესი დონბასში სიტუაციის დარეგულირებისათვის გატარებული ღონისძებების კომპლექსის შესრულებაში, რომელიც მინსკში იქნა მოწონებული: „კონტროლდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ხორციელდება მძიმე შეიარაღების გაყვანა ეუთოს კონტროლქვეშ“.
დონბასში სამხედრო კონფლიქტის მიმდინარეობისას კიევს სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს ევროპის რიგმა ქვეყნებმა, რომელიც ნატოს შემადგენლობაში არიან. ვაშინგტონში, თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის 320 მლნ დოლარი გამოყვეს. ბევრი ქვეყანა კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგი გამოვიდა. მათ რიცხვშია გერმანია, საფრანგეთი, დანია, ესტონეთი, იტალია, უნგრეთი და პოლონეთი.
როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, გუშინ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ სააკშვილმა განაცხადა, რომ კიევისთვის ამერიკული თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.