სამართალი
ბათუმის ცენტრში 53 წლის მამაკაცი მოკლეს
1batumi-samart-3საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, მკერდის არეში დაჭრეს მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი მისი შენობიდან გადმოვარდნა იყო, თუმცა მოგვიანებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს გულმკერის არეში სავარაუდოდ ცივი იარაღით შემავალი ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. შსს-მ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.