სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოღო

1geroin-samart-2საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თამაზ ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხაშურში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,44286 ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით თამაზ ო-ს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.