აქტუალური
გიორგი კოდუა: „ბიზნესმენებს არ გვჭირდება მთავრობის დახმარება, უბრალოდ ხელს ნუ შეგვიშლიან"

1kodua-aqtual-2საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ავიაკომპანია ეარ კავკასუსის“ დირექტორი გიორგი კოდუა (საქართველოს შსს საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტის ექსხელმძღვანელის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში გარეული ერეკლე კოდუას ძმა, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ ბრიტანეთში რომ ემალება) დუბაიდან ჩამოსული არაბი ინვესტორის ქვეყანაში არ შემოშვებაზე საუბრობს.

ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ უკვე რამდენიმე თვეა ერთ-ერთ ინვესტორთან არაბეთის ქვეყნიდან, დუბაის მოქალაქეა, რომელიც მზად იყო 25 მილიონი დოლარის ინცვესტიცია ჩაედო და 200-მდე კვალიფიციური კადრი დაესაქმებინა საქართველოს ავიაბაზარზე. ის თავის თანაშემწესთან ერთად შემოდიოდა, თურქიშ ეარლაინის რეისით, ხუთაშაბათს ღამეს და მას აუკრძალეს შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე და გააბრუნეს რაღაც ვიზების თუ რაღაც რეგულაციების გამო... ჩვენთვის გაუგებარია რატომ ხდება ამ ინვესტორების არშემოშვება. მოვუწოდებ მთავრობას, რომ ასეთი ქმედებები აღკვეთონ. ჩვენ, ბიზნესმენებს არ გვჭირდება მთავრობის დახმარება, უბრალოდ ხელს ნუ შეგვიშლიან და როდესაც ბიზნესმენი ჩამოდის მოლაპარაკებაზე, შემოუშვან... მორატორიუმი რომელიც გამოცხადებულია საქართველოს ავიაბაზარზე სრულიად უკანონოდ, ჯერ იანვრის თვემდე იყო, მერე გადაწიეს, თქვეს, რომ მაისამდე, მაგრამ ჩემი აზრით ეს უკანონო მორატორიუმი უნდა იქნეს მოხსნილი, ეს ხელს უშლის მთელ რიგ ინვესტორებს ავიაკომპანიის დარეგისტრირებაზე....“ განაცხადა გიორგი კოდუამ „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.