ვერა ქობალიას უწყებამ "საქსტატის" შენობა ვერ გაყიდა
გუშინ გამოცხადებული აუქციონი, რომელზეც ეკონომიკის სამინისტროს "საქსტატის" შენობა ჰქონდა გამოტანილი, განაცხადების არარსებობის გამო ჩაიშალა. შეგახსენებთ, რომ ობიექტის საწყისი ღირებულება 3,5 მილიონი დოლარი იყო.
როდის გამოიტანენ ობიექტს განმეორებით აუქციონზე და სად დაიდებს ბინას „საქსტატი“ შენობის გაყიდვის შემთხვევაში ჯერჯერობით უცნობია.