აქტუალური
„კუპონა“: „ვიდრე ხელისუფლებაში არის პუტინი, უნდა დავივიწყოთ "საქართველოს რკინიგზის" პრივატიზაცია“

1kupon-aqtual-1საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი.  ამის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ, მეტსახელად „კუპონამ“ (იმისათვის, რომ თავის დროზე დაჭრილი ქაღალდი ქართულ ეროვნულ ვალუტა - კუპონად აქცია), რომელიც რკინიგზის თემაზე საუბრებს პროვოკაციას და უცოდინრობას უწოდებს.

„ვინც არ უნდა იყიდოს, ეს წილი აუცილებლად აღმოჩნდება რუსეთის ხელში, როგორც ეს "თელასის" შემთხვევაში მოხდა, ამიტომ უნდა შეწყდეს ასეთი არაპროფესიონალური და არასერიოზული საუბარი. ვიდრე ხელისუფლებაში არის პუტინი, უნდა დავივიწყოთ სიტყვა პრივატიზაციის კონტექსტი რკინიგზასთან მიმართებაში",- აცხადებს გოცირიძე.