ჯავახიშვილი: „გზის ტენდერებიდან უამრავი თანხა „ტყდება“. გავარკვევ, რა ხდება“
საქართველო, 3 მარტი,
საქინფორმი. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითრების მინიტრის მოადგილე
ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ გზის ტენდერებში უმარავი თანხა ,,ტყდება". შეგახსენებთ, რომ ჯავახიშვილი
ირაკლი შავლიაშვილის მოადგილედ სამინიტროსა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ დანიშნეს - სკანდალი კი სწორედ ტენდერებსა და კორუფციულ და ნეპოტისტურ სქემებს უკავშირდებოდა.
„გზებთან დაკავშირებით ბევრ ზოგად ფაქტს მეუბნებიან, სადაც ფული გადახდილია და ასფალტი დაგებული არაა, მაგრამ ამას თუ მეუბნები, ისიც მითხარი, კონკრეტულად რომელ გზაზეა საუბარი. წავალ და ვნახავ! გულით მინდა ამ პრობლემის მოგვარება და არა - ვიღაცის სამსახურიდან გაგდება ან დაჭერა“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.