რელიგია
ილია მეორე: „მრავალ ადამიანს არ ჰყავს წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით“

1ilia-sazog-1-relig-1საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. 1-ელ მარტს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.

25 წლის წინ ჩვენი დიდი დელეგაცია ჩავიდა მსოფლიო პატრიარქთან, ერთობლივად შევასრულეთ წირვა და ჩვენ გადმოგვცეს ორი სიგელი, სადაც აღიარებს მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ავტოკეფალიას და პატრიარქის წოდებას. ეს იყო ყოვლადუწმინდესი, მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი და დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ მისი სულისთვის”, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა ქადაგებისას მის ნათლულებს და მათ ოჯახებს დაავალა, მოუარონ გაჭირვებულ ადამიანებს და ასევე, დარგონ 7 მარადმწვანე – კედრის ან ნაძვის ნერგი.

ეს ორი დავალება უნდა შეასრულოთ და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე”, – ბრძანა პატრიარქმა.