გია ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, სტაბილურობას დარტყმა მიაყენოს“
საქართველო, 3 მარტი,
საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტისთვის დაგეგმილ აქციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
გია ვოლსკი ეხმაურება.
„იქნება მცდელობა იმისა, სტაბილურობას, რომლისკენაც თითქოსდა მოგვიწოდებენ, დარტყმა მოაყენონ. ამის მცდელობა ორჯერ უკვე იყო. თუკი არსებობს ფურცელზე გადატანილი პროფესიონალური მოსაზრებები, რატომაც არა – ჩვენი მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ამის ოფიციალურად წარმოდგენა ევალებათ კიდეც, თუკი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდია. განვიხილოთ და შეიძლება ჭკვიანური აზრიც ვნახოთ. სკანდალისკენ მოწოდებულ და სკანდალზე ორიენტირებულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, მხარს ვერ დავუჭერ", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.