პოლიტიკა
ალასანია: „აბაშიძე ივანიშვილის ხელში ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ნატოში ინტეგრაციას უშლის ხელს“

1alas-polit-1საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურა აბაშიძის განცხადებას, რომ „სამოქალაქო კონტროლი უნდა დაუწესდეს ოპონენტების არაკომპეტენტურობას, რომლის ლუსტრაციაც გასულ კვირას მოხდა", "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ეხმაურება.

გული მწყდება იმის გამო, რომ ბატონი აბაშიძე, რომელთანაც არა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა,  მე, დიდი ხანია ვიცნობ, ადამიანური ურთიერთობები მაქვს, რომ ის იქცა ივანიშვილის ხელში ინსტრუმენტად ჩვენი ნატოში ინტეგრაციის შეფერხების. ვურჩევდი მას, რომ მართლაც არ შეიტანოს ის როლი, ჩვენი და ნატოს ურთიერთობებში, რაც სამწუხაროდ უნდა ბატონ ივანიშვილს და დატოვოს თანამდებობა და არ გახდეს ამ ძალიან სახიფათო და ბინძური თამაშის ნაწილი",- განაცხადა ალასანიამ.