უცხოეთი
მოქალაქეებს ასევე შესთავაზეს დაესახელებინათ 6 პოლიტიკოსი ან საზოგადო მოღვაწე, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობიან. ვლადიმერ პუტინი პირველ ადგილზე აღმოჩნდა (გამოკითხულთა 59%), მეორე ადგილი დაიკავა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომლის საქმიანობასაც გამოკითხულთა 24% იწონებს. მესამე ადგილი კი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ერგო, რომლის რეიტინგიც ბოლო თვეში ძალიან გაიზარდა. გამოკითხულთა 12% არავის ენდობა.
გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. სულ გამოკითხვაში რუსეთის 1600 მოქალაქე მონაწილეობდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან და ქალაქიდან.