სამართალი
მერიის გათავისუფლებული თანამშრომლები დროებით თანამდებობებზე დაბრუნდებიან
meria-samart-2საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ განაცხადა. მისი თქმით, მერიის თანამშრომლებს, რომლებმაც ტესტირება ვერ გაიარეს, უწყება კიდევ ერთ შანს აძლევს და ისინი დარჩენილ ვაკანსიებს დროებით დაიკავებენ, ტესტირება კი მოგვიანებით კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მეორედაც ვერ გადალახავენ მინიმალურ ზღვარს, სამსახურებს დატოვებენ.