სამართალი
მოკლული ბორის ნემცოვის მეგობარი ქალი გაუჩინარდა
durickaya-samart-1საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება რუსეთში უკრაინის ელჩმა გენადი ბრესკალენკომ გააკეთა. ბრესკალენკოს განცხადებით, უკრაინელი ანა დურიცკაიას ადგილსამყოფელი უცნობია. ელჩის თქმით, ის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში 23 წლის ანასთან შესახვედრად მივიდა, თუმცა მასთან გასაუბრება ვერ მოახერხა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ ანა დურიცკაია ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მეგობარი იყო, რომელიც ნემცოვს მკვლელობის ღამეს თან ახლდა.