პუბლიკაციები
ამერიკელებმა ნემცოვის მკვლელობით ატეხილი აურზაურით ისარგებლეს და ოდესასთან მდებარე საზღვაო პორტი ხელში ჩაიგდეს! ილიჩევსკის მეშვეობით აშშ შეძლებს ხელი შეუშალოს ჩინეთის „აბრეშუმის გზის“ აღდგენის მცდელობებს ხმელეთზე ევროპამდე

Sumok-sazog-3-anal-3საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. უკრაინის ეკონომიკური აქტივის რეიდერული მითვისება აქტიურ ფაზაში შევიდა. უცხოელი ინვესტორებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველია ქიმიური და მანქანათსაშენებელი საწარმოები, მიწა, რკინიგზა, ენერგეტიკული სფერო და პორტები. აშშ-თვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს საზღვაო პორტები, რომლებიც საქონლის ნაკადის გაკონტროლების საშუალებას იძლევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ ეკონომიკური აღმატებისათვის ბრძოლის ფარგლებში.

ამ კვირაში ამერიკელმა ბიზნესმენებმა ხელში ჩაიგდეს საზღვაო პორტი ილიჩევსკში, რომელიც ოდესასთან მდებარეობს. საწარმოს აქტივების ნახევარი ახლა პირდაპირი ინვესტიციების ფონდSiguler Guff & Company-ს ეკუთვნის.

აშშ აკონტროლებს სუეცისა და პანამის არხებს, რომელთა გავლითაც შეიძლება საქონელი ჩინეთიდან ევროპაში მიედინებოდეს. ილიჩევსკის მეშვეობით აშშ-ს შეუძლია წინ აღუდგეს ჩინეთის „აბრეშუმის გზის“ აღდგენის მცდელობებს ხმელეთზე ევროპამდე. ამ პორტის მართვა მას უკრაინის მანქანათმშენებლობის დარჩენილი ექსპორტის გაკონტროლებასა და უკრაინაში ქვანახშირის მიწოდებაში დაეხმარება, რომელზეც უკრაინული თბოელექტროსადგურების მუშაობაა დამოკიდებული.