საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ადრიატიკის ზღვაში გმირულად დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ოჯახს შეხვდა
mamailia-saz-2-rel-1საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, ,სამოქალაქო თავდადებისათვის (სიკვდილის შემდეგ)“ დააჯილდოვა. მარგველაშვილმა არქიმანდრიტის ოჯახს ჯილდო პირადად გადასცა და მათ  მადლობა გადაუხადა მამა ილიას თავდადებისთვის. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რთულია საქართველოს ისტორიაში  ჩაწერო შენი სახელი მაშინ, როდესაც სამშობლოსთვის ამდენი თავდადებული წმინდანი და გმირია,  თუმცა მამა ილიამ ეს შეძლო და თავისი რწმენითა და გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა, რაც მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვისაც. მამა ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 28 დეკემბერს გარდაიცვალა.