ღვედის გამოყენება სავალდებულო გახდა
დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან, ძალაში შევიდა ცვილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ახალი ნორმის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას სავალდებულო გახდა უსაფრთხოების ღვედის გამოყენება.
კერძოდ, მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი მოქალაქის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში მძღოლი ორმოცი ლარით დაჯარიმდება.