პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „ნემცოვის მკვლელობაზე გამოძიებამ პირველ რიგში სააკაშვილი უნდა დაკითხოს!“

boris-pol-2-red-2-mtნემცოვის მკვლელობა გაუხსნელი დარჩება, თუ მოსკოველი გამომძიებლები არ დაკითხავენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს: „ბორის ნემცოვს ბოლოს რამდენიმე დღის წინ, კიევში, სასტუმრო ფერმონტში შვხვდი. სადილზე მომიყვა იმ მარშის შესახებ, რომლის გამართვასაც ის და მისი თანამოაზრეები მოსკოვში გეგმავდნენ. სრავსებით ბუნებრივია, ვკითხე, ნუთუ არ ეშინოდა თავისი უსაფრთხოების რუსეთში, განსაკუთრებით ახლა. მან მიპასუხა, რომ პუტინი „გაგებით“ ცხოვრობს და მას, როგორც ყოფილი თანამდებობის პირს, სავარაუდოდ, დიდი ხნით არ ჩასვამენ ციხეში. შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ დაჭერაზე მეტად საწამლავის უნდა ეშინოდეს იმ წითელი ღვინით სავსე ბოკალში, რომელიც ხელში უკავია. თუმცა, როდესაც მისი სახის გამომეტყველებას შევხედე, მივხვდი, რომ უადგილოდ ვიხუმრე...“
თავი დავანებოთ უწიგნური ექსპრეზიდენტის ორთოგრაფიას და გადმოცემის მრუდე სტილს, რომელსაც თანდაყოლილი მკვეხარობის გამო წამოცდა და გასცა გამოიძიებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, კერძოდ: უკრაინაში, კიევში, პრესტიჟული კიევური ოტელის რესტორანში ნემცოვი ხვდება უკრაინის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს - პრეზიდენტ პოროშენკოსთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელს, რომელიც აფრთხილებს ნემცოვს, რომ მას პუტინის კი არა, იმ წითელ ღვინოში გარეული საწამლავის უნდა ეშინოდეს, რომლით სავსე ბოკალიც ხელში უკავია! ვიმეორებ - უკრაინაში, დედაქალაქ კიევში, პრესტიჟული კიევური ოტელის რესტორანში და თანაც, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთან - უკრაინის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველ მიხეილ სააკაშვილთან ვახშამზე!

მაშასადამე, სააკაშვილმა გააფრთხილა ნემცოვი, რომ მისი მკვლელობა „შეუკვეთა“ ოფიციალურმა კიევმა - უკრაინის ხელისუფლებმა, რათა ამაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაედანაშაულებინათ!

თუმცა, ბორის ნემცოვი  სულ სხვა მიზეზით გაფითრდა - მას გაახსენდა, რომ ვახშმობს ცნობილ მკვლელ-მომწამვლელთან, რომელმაც მისთვის  არასასურველი ბევრი ადამიანი მოწამლა, მაგალითად, ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია!

ასეა თუ ისე, სააკაშვილი მართალი აღმოჩნდა - ნემცოვი მოკლეს, თანაც სპეციალურად - მოსკვორეცკის დიდ ხიდზე, რომელის მიღმაც ვასილევსკის დაღმართი და წითელი მოედანია, იმისათვის, რომ მსოფლიო მასმედიას უბედურის გვამი კრემლის ფონზე დაეფიქსირებინა, სადაც „მკვლელი - პუტინი“ ზის! მორჩა! მიზანი მიღწეულია! მილიონობით ალისფერი ვარდი გარეგნობით კირკოროვის მსგავსი ექსვიცე-პრემიერის - ცეცხლოვანი ოპოზიციონერის მკვლელობის ადგილზე და აშშ-ის დამწუხრებული ელჩი ჯონ ტეფტი ვარდებით ხელში...

და კიდევ, ნემცოვის მეგობარ ქალს - უკრაინელ ფოტომოდელ ანა დურიცკაიას სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდზე ფოტოსურათი უნდა უჩვენონ, სადაც ძებნაში მყოფი ქართველი სისხლის სამართლის დამნაშავე აშკარად კრიმინალურ ტიპებთან ერთად პოზირებს (იხ. ფოტო ქვემოთ). ხომ არ შეხვედრია იგი მათ „შემთხვევით“, ხომ არ უთხოვია მისთვის რომელიმეს ბორისთან ერთად ხიდზე გაესეირნა, რის შემდეგაც „თავად შეძლებს სამოდელო სააგენტოს გახსნას“?!  საინტერესოა, იყო თუ არა უკრაინელი ლამაზმანი, რომელთან ერთადაც ნემცოვი მოსკოვში დაბრუნდა და იმ დღეს შიშველ ტანზე მხოლოდ სვიტერით შემოსილი დედაქალაქის ცენტრში სეირნობდა, კიევური სასტუმრო „ფერმონტის“ რესტორანში ვახშამზე, სააკაშვილთან ერთად?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 2 მარტი
საქართველო, თბილისი

boris-pol-2-red-2-qv-1 boris-pol-2-red-2-qv-2