სააკაშვილის მეგობარმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრა გადაწყვიტა
საქართველო, 27 თებერვალი,
საქინფორმი. ამერიკელმა მაგნატმა
დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლოს. თავისი გეგმების შესახებ ბიზნესმენმა „
ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა. ტრამპის თქმით, ბევრი მიიაჩნევს, რომ მას განზრახული აქვს საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობა, რათა თავი შეიქციოს და ყურადღება მიიპყროს. „
ასე არ არის, - ირწმუნება მილიარდერი -
ეს ხუმრობა არ გახლავთ და საუბარი არ არის თავის შექცევაზე. არჩევნებზე მივდივარ, რადგან ჩვენს ქვეყანას არცთუ იოლი დრო უდგას“. ტრამის თქმით, მან უკვე გამართა პირველი კონსულტაციები რესპუბლიკური პარტიის მაღალჩინოსან ფუნქციონერებთან.
ბიზნესმენი აპირებს, გადაიბიროს იმ ამომრჩეველთა ხმები, რომლებიც მოქმედი პოლიტიკური სისტემით განიხიბლნენ.
პრეზიდენტის პოსტისათვის ბრძოლაში ტრამპის მეტოქეები იქნებიან ისეთი „მძიმე წონის“ პოლიტიკოსები, როგორიცაა ჯებ ბუში, რიკ სანტორუმი და სკოტ უოკერი.