სამართალი
შსს-მ კახეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
sledam-samart-3საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვასილ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - ჯიმშერ ა-ს ცემისას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ჯიმშერ ა. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).