სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
boeprip-samart-2საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი აბიკო თ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სოფელ ზედა ეწერში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ვოლტრან მოდ 9“-ის მოდელის პისტოლეტი, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი, „ჰაენელი“-ს ფირმის სანადირო თოფი და სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 22 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.